ნინო ბურჯანაძე: დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უბლოკო სტატუსს
15-08-2016, 06:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს საქართველოს პარლამენტში მისი ინიციატივის - საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ განხილვასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

 

 

ბურჯანაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ ინიციატივას.

 

 

„ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მიერ წარმოდგენილია უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა განლაგდეს არც ერთი უცხო სახელმწიფოს ჯარი. არც ნატოს, არც ამერიკის და არც რუსეთის ჯარი და საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს არც ერთ სამხედრო ალიანსში, არც ნატოში, არც ოდეკაბეში და არც რომელიმე სხვაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ ინიციატივას“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

მისი თქმით, როგორც კი პარლამენტი მიიღებს პროცედურულ გადაწყვეტილებას და ექნება შესაბამისი დოუმენტაცია, იწყებს ხელმოწერების შეგროვებას.

 

 

„ყველას, ვისაც უნდა საქართველოს მშვიდობა, სტაბილურობა, გამთლიანება, ქვეყნის კონფლიქტების მოგვარება და ეკონომიკური განვითარება, ამ ადამიანებს მოვუწოდებ, ჩაერთონ ხელმოწერების პროცესში და მოაწერონ ხელი უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა დისკუსიებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სწორედ, რომ საქართველოს უბლოკო სტატუსი სჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანა არ იყოს არც ამერიკის შტატი და არც რუსეთის გუბერნია.

 

 

საქართველოს ხელისუფლებაში და პოლიტიკურ წრეებში არიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა ერთი ნაწილი ჩვენს სამშობლოს ამერიკის შტატობას სთავაზობს, ხოლო მეორე ნაწილი რუსეთის გუბერნიობას, ჩვენთვის ერთიც მიუღებელია და მეორეც“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

მან ასევე, აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ემსახურება საქართველოს რეალურ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და გაერთიანებას, ასევე, ემსახურება იმას, რომ საქართველომ მსოფლიოსა და რეგიონში დღეს განვითარებული პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ადეკვატური პოლიტიკის წარმოება დაიწყოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი