ნინო ბურჯანაძე პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს მიმართავს
15-08-2016, 07:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაში და პოლიტიკურ წრეებში არიან ადამიანები, რომლებსაც ამბიცია აქვთ ძალიან დიდი, თუმცა ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებენ ელემენტარულ სამართლებრივ სტატუსებს.

 

 

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

„ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისაგან თუნდაც უბლოკო სტატუსსა და ნეიტრალიტეტს. არ იციან, თუ როდის სჭირდება ქვეყნის გადაწყვეტილებას მეზობელი სახელმწიფოების მხარდაჭერა, როგორც ეს ნეიტრალიტეტის შემთხვევაშია საჭირო და უბლოკო სტატუსს, რომლისთვისაც საქართველოს მოსახლეობის ნების მეტი არაფერი ესაჭიროება“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში არის მცდელობა, რომ მოხდეს ნებისმიერი ე.წ. პროდასავლური ძალებისაგან განსხვავებული აზრის ყველა სხვა აზრთან გაერთიანების მცდელობა.

 

 

„სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში არის მცდელობა, რომ მოხდეს ნებისმიერი ე.წ. პროდასავლური ძალებისაგან განსხვავებული აზრის, ყველა სხვა აზრთან გაერთიანების, ერთმანეთთან სრულიად განსხვავებული კონცეფციების და განსხვავებული პოლიტიკური ძალებისა და ლიდერების ერთმანეთთან მიწეპების და ე.წ ერთ ქვაბში მოხარშვის მცდელობა.

 

 

ეს არის ე.წ. დემოკრატებისა და პროდასავლელების მცდელობა, რომ საქართელოში მოკვდეს ნებისმიერი სხვა აზრი გარდა ე.წ. პროდასავლური აზრებისა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

 

 

იმისათვის, რომ საზოგადოებამ ნათლად გაარკვიოს სინამდვილეში ვინ ვინ არის, ვინ რატომ აყენებს ამა თუ იმ ინიციატივას, ვის რა არგუმენტები აქვს, იმ ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უბლოკო სტატუსის იდეას და ცდილობენ ჩვენ ლამის მოღალატეების და მარგინალების იარლიყი მოგვაწებონ, ვთავაზობ, თუ ეყოფათ გამბედაობა და არ შეეშინდებათ, რომ ჩავატაროთ საჯარო დისკუსია, სადაც ყველანი თავს შევიკავებთ ერთმანეთისათვის იარლიყების მიკერებისაგან და სადაც მოვიყვანთ მხოლოდ სამართლებრივ და პოლიტიკურ არგუმენტებს ერთი ან მეორე იდეის სასარგებლოდ“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მიმართა პოლიტიკოსებს მოიყვანონ პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტები, რომ ნატო და ამერიკა არის საქართველოს ერთადერთი ხსნა.

 

 

„მოიყვანეთ თქვენი არგუმენტები, რომლითაც მოსახლეობას მისცემთ მყარ საფუძველს იფიქროს, რომ თქვენ ხართ მართლები, რომ ნატო და ამერიკა არის საქართველოს ერთადერთი ხსნა, მე და ჩემი მეგობრები კი მოვიყვანთ ჩვენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, მაგრამ მისი გადარჩენა არის არც ამერიკის შტატობა, არც რუსეთის გუბერნიობა, საქართველოს გადარჩენა არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის წარმოება და საქართველოს გადარჩენა არის სწორედ ის, რომ გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი.

 

 

ბუნებრივია, მე არ მაქვს არც თოქ-შოუებში მონაწილეობის პრობლემა, თუმცა თოქ-შოუ მოსახლეობას ვერ აძლევს სრულყოფილ ინფორმაციას. გთავაზობთ, გავმართოთ გნებავთ კონფერენცია, გნებავთ დისკუსია, გნებავთ ანალიზი, რომელიც სრულად გადაიცემა ეროვნული მაუწყებლების მიერ პირდაპირ ეთერში.

 

 

არავისზე ნაკლები ჭკუის არ გახლავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მათ შორის იმ ე.წ. პოლიტიკოსებზე ნაკლები ჭკუის, რომლებიც უბლოკო სტატუსს და ნეიტრალიტეტს ვერ არჩევენ ერთმანეთისაგან. გთავაზობთ ისტერიული ფონისა და შეურაცხყოფების გარეშე მოვასმენინოთ მოსახლეობას არგუმენტები და მათ გადაწყვიტონ რა სჭირდება ჩვენს სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის.

 

 

მე მზად ვარ ასეთი ღია დისკუსიისათვის!“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი