ქუთაისში, ავტოქარხნისა და სულხან-საბას დასახლებაში, ორი ახალი ბაღი შენდება. ავტოქარხნის დასახლებაში მშენებარე ბაგა-ბაღი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს ,,ჯი-თი-აი 2007" აშენებს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე ბაღი 2 სართულიანი იქნება და 140 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღის მშენებლობა 2015 წლის მაისში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.