ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს ქაშმირში ბრძოლებია გაჩაღებული
15-08-2016, 07:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთი პოლიციელია მოკლული და 10 პოლიციელი და სამხედრო ძალების წარმომადგენელი დაშავებული, ინდოეთში პოლიციის შენობაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. თავდასხმა ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 70–ე წლისთავს დაემთხვა, წერს "დოიჩე ველე".

 


ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა დაადასტურეს, რომ სადავო ქაშმირის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია პოლიციის სამხედრო ძალების მეთაური.

 


პოლიციის ცნობით, ორმხრივი სროლებისას ასევე მოკლულია ორი თავდამსხმელი.

 

ჰიმალაის რეგიონში, ქაშმირში თითქმის 6 კვირაა რაც კომენდანტის საათია გამოცხადებული. ქუჩის აქციები და პროტესტი რეგიონში ამბოხებულების ახალგაზრდა, პოპულარული ლიდერის სიკვდილმა გამოიწვია. ბურჰან ვანი, პაკისტანში ბაზირებული ისლამისტური სამხედრო დაჯგუფების, ჰიზბულ მუჯაჰიდინის მეთაური, ივლისში უსაფრთხოების ძალებთან ბრძოლისას დაიღუპა.

 


პოლიციის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალების და მეამბოხეების ბრძოლები ქაშმირში ჯერ კიდევ გრძელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი