ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
მათი ცნობით, ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სოფელ ლეღვაში დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
"სტიქიის შედეგად მეწყერული პროცესები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განვითარდა. დაზიანდა შიდა სასოფლო გზები. ასევე შტორმის შედეგად დაბინძურდა ზღვის სანაპირო ზოლი. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის დასუფთავება. სტიქიის შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი", –აცხადებენ გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.