ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა
15-08-2016, 09:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედუარდ აღასარიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. როგორც აღასარიანმა Guardian.ge-ს განუცხადა, დასრულებული პროექტების გარდა, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობის პროცესშია.

 

 

"წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, დასრულდა ახალქალაქი-ბავრას დამაკავშირებელი გზა. პროექტი, რომლის საერთო ღირებულებამაც 1 031 285 ლარი შეადგინა, გზისა და ეზოების მოასფალტებას გულისხმობდა. დასრულებულია კიდევ ერთი პროექტი - ადმინისტრაციულ ცენტრში ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოებზე 1 552 719 ლარი დაიხარჯა.

 

 

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვაკეთებთ კიდევ ერთი პროექტს, რომელიც ასევე ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციას გულისხმობს. ტენდერი გამოცხადებულია, გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია, ხელშეკრულება დადებულია. ეს არის რუსთაველის, თამარ მეფის ქუჩა, წერეთლის და კიდევ რამდენიმე შიდა ქუჩის მოწყობა. სამუშაოებზე ჯამში 912 757 ლარი დაიხარჯება.

 

 

გვაქვს პროექტი, რომელიც საავადმყოფოს ეზოს კეთილმოწობას ითვალისწინებს. ჩვენ ტენდერი გამოვაცხადეთ, გამარჯვებულმა კომპანიამ კი შემდეგ გვითხრა უარი, შესაბამისად, ჩვენ მეორე დღესვე ახალი ტენდერი გამოვაცხადეთ. სამუშაოების ფარგლებში საგზაო ნიშნები და გადასასვლელებიც გაკეთდება.

 

 

ადგილობრივი ბიუჯეტი ახორციელებს ასევე ძნელაძისა და შაუმიანის ქუჩების რეაბილიტაციას", - აღნიშნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

 

 

(ედუარდ აღასარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი)

 

 

აღასარიანის ცნობით, მიმდინარე და დასრულებული პროექტების გარდა, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებაც იგეგმება.

 

 

"ვაპირებთ ტენდერზე დავდოთ ახალქალაქში, აღმაშენებლის 14 ნომრის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა. მალე დაიწყება ასევე სარქსიანის ქუჩის, მალხასიანის, ლაზარეთიანისა და ჯავახეთის ჩიხების აღდგენა. პროექტს მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერის ფონდი აფინანსებს და ჯამში, 500 170 ლარი დაიხარჯება", - განუცხადა Guardian.ge-ს ედუარდ აღასარიანმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი