"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად პარტია „ცენტრისტების’’ აკრძალვისთვის საჭირო ხელმოწერები შეაგროვა, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა ამ შინაარსის სარჩელი და ვუერთდებით. ”ნაციონალური მოძრაობის” და საპარლამენტო უმცირესობის პრაქტიკულად ყველა წევრი ხელს აწერს ამ სარჩელს, რაც საკმარისი საფუძველია იმისა, რომ ეს სარჩელი დღეს შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და დაიძრას პროცესი საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოსული ამ პოლიტიკური ძალის ასაკრძალად, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ”ქართულ ოცნებათან” და ბიძინა ივანიშვილთან”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.