გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
15-08-2016, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


"ქართულმა ოცნებამ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.


კერძოდ კი თბილისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:


გლდანის მე-20 საარჩევნო ოლქში – ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კობალაძე; გლდანის 21-ე საარჩევნო ოლქში - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი; გლდანის 22-ე საარჩევნო ოლქში - სტრატეგიული მარკეტინგის სფეროს სპეციალისტი, ექიმი ლევან კობერიძე;


დიდუბის მე-15 საარჩევნო ოლქში - დეპუტატი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი; დიდუბის მე-16 საარჩევნო ოლქში - ბიზნესმენი ილია წულაია;


ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში - მორაგბე ბიძინა გეგიძე; ვაკის მე-3 საარჩევნო ოლქში - მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი;


ისნის მე-8 საარჩევნო ოლქში - საკრებულოს წევრი, ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე; ისნის მე-9 საარჩევნო ოლქში - ბიზნესმენი დავით ჭიჭინაძე; ისნის მე-10 საარჩევნო ოლქში - თბილისის საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი;


კრწანისის მე-7 საარჩევნო ოლქში - საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული, ბიზნესმენი ბექა ოდიშარია;


ნაძალადევის მე-17 საარჩევნო ოლქში - იურისტი, "ქართული ოცნების" წევრი სოფო კილაძე; ნაძალადევის მე-18 საარჩევნო ოლქში - ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი; ნაძალადევის მე-19 საარჩევნო ოლქში - ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია;


საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქში - სამართლის დოქტორი, ადვოკატი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე; საბურთალოს მე-5 საარჩევნო ოლქში - იურისტი, თბილისის საკრებულოს წევრი ნინო გოგუაძე; საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქში - თბილისის საკრებულოს წევრი ლევან გოგიჩაიშვილი;


სამგორის მე-11 საარჩევნო ოლქში - ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ პროდიუსერი და წამყვანი გიორგი მოსიძე; სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქში - სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი, "ქართული ოცნების" წევრი მარიამ ჯაში; სამგორის მე-13 საარჩევნო ოლქში - პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი;


ჩუღურეთის მე-14 საარჩევნო ოლქში - პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი.


რაც შეეხება მთაწმინდის №1 საარჩევნო ოლქს, აღნიშნულ ოლქში "ქართული ოცნება" არ აყენებს კანდიდატურას და იქ დამოუკიდებლად იყრის კენჭს სალომე ზურაბიშვილი.


მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთაწმინდის პარკში წარუდგინა.


ამით "ქართულმა ოცნებამ" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა დაასრულა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი