გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 18 თებერვლისთვის გადაიდო
16-02-2015, 08:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 18 თებერვლისთვის გადაიდო. სასამართლო სწორედ ამ დღეს იმსჯელებს უგულავას ადვოკატების მიერ მათი დაცვის ქვეშ მყოფისათვის დაყენებული შუამდგომლობის, აღკვეთის ღონისძიების, 20 ათასლარიანი გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.

 


ადვოკატები შუამდგომლობაში იმასაც მიუთითებენ, რომ გიგი უგულავას ქვეყნიდან გაუსვლელობის გარანტიად პროკურატურისთვის გადაცემული უგულავას პირადობის მოწმობა და პასპორტი შეიძლება ჩაითვალოს.

 


ადვოკატების დღევანდელი შუამდგომლობის შემდეგ პროკურატურამ საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გონივრული ვადა ითხოვა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიგი უგულავასა და მასთან ერთად ბრალდებულები, ღონიაშვილის სასამართლო სხდომა 18 თებერვლისთვის გადადო.

 

რაც შეეხება უგულავასთან ერთად ბრალდებულ ღონიაშვილს, მის მიმართ ადვოკატებს დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა არ დაუყენებიათ. პროცესს როგორც უგულავა, ასევე ღონიაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი