გიორგი კვირიკაშვილი: დღეს ამაყად შეგვიძლია შევხედოთ ჩვენს თბილისელებს თვალებში
15-08-2016, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ ყველამ ერთად მნიშვნელოვანი პერიოდი გამოვიარეთ, გამოვიარეთ პერიოდი,  როდესაც  ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებები იყო ფეხქვეშ გათელილი“,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთაწმინდის პარკში, სადაც საზოგადოებას „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

 

 

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა იბრძოლა ყველაფერი ამის წინააღმდეგ.

 

 

„ეს ბრძოლა გრძელდებოდა წლების განმავლობაში. როდესაც ქართველი ხალხი დაიქანცა ამ ბრძოლაში, 2011 წლის შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე და შეეხიდა ქართველ ხალხს ამ ბრძოლაში. ბრძოლაში, როდესაც ქართული საზოგადოება ეუბნებოდა არას ძალადობას, ეუბნებოდა არას ქართული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვას, ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა ისმოდა თბილისის ხმა და სწორედ თბილისზე გადიოდა ბრძოლის ფრონტი და წინა ხაზი. სწორედ ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული პატივია წარვდგე დღეს თბილისის წინაშე, როგორც იმ პოლიტიკური ძალის ლიდერი, რომელმაც გარდატეხა შეიტანა საქართველოს განვითარებაში. ეს გარდატეხა მოგვევლინა იმ დროს, როდესაც თითქოსდა იმედი იყო გამქრალი და რაღაც ექსტრაორდინალური უნდა მომხდარიყო, რათა გადარჩენის გზა გამოჩენილიყო.  სწორედ ამიტომ შეგვიძლია, დღეს ამაყად შევხედოთ ჩვენს თბილისელებს თვალებში და ვთქვათ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით მოქალაქეებისთვის მიგვეცა ყველაზე მთავარი თავისუფლება, თავისუფლად სუნთქვის ბედნიერება, თავისუფლად საუბრის, ჩვენი თუნდაც ყველაზე კრიტიკული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, გასული 4 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემებს მიხედა.

 

 

„ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვის უფლება, ჯანმრთელობის უზრუნველყოფის უფლება. მარტო C ჰეპატიტის პროგრამით ათასობით სიცოცხლე გადარჩა და ათასობით ოჯახი გადარჩა გაღატაკებას. ალბათ, ყველას უსარგებლია საყოველთაო ჯანდაცვის სერვისით და დამეთანხმებით, რომ ეს არის ფუფუნება, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც არ აქვს.

 

 

არასოდეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სოფლის მეურნეობას არ მიქცევია იმ დონის ყურადღება და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას, როგორც ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ხდებოდა. მრავალი პროგრამა, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა, შეღავათიანი აგროკრეტიდები, დანერგე მომავალი, ასევე მიკროდაფინანსების და მიკროგტანტების პროგრამა, ასევე აწარმოე საქართველოში, ყველაფერი ეს შვებად მოევლინა ჩვენს მოსახლეობას. ეს ყველაფერი გამიზნულია, რათა საქართველომ ააღორძინოს საწარმოო პოტენციალი.

 

 

სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში პირველი ტექნოპარკი გაიხსნა, სადაც საქართველოს ისტორიაში პირველი დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდი დაფუძნდა, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდების ინოვატორული იდეების დასაფინანსებლად. ესეც ძალიან დიდი მიღწევაა. სულ ცოტა ხნის წინ გადავდგით ნაბიჯები საქართველოში პროფესიული განათლების საჯარო, კერძო პარტნიორობის მოდელის შესაქმენლად, ესეც დიდი მიღწევაა“,-განაცხადა მან.

 

 

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს, რომ დღეიდან 4 წლის თავზე  ყველა ოჯახმა იგრძნოს საკუთარ თავზე კეთილდღეობა.

 

 

„ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი, ჩვენ ვხედავთ რამხელა რესურსი არსებობს ქვეყანაში განვითარებისთვის. ჩვენ არ ვართ არც უშეცდომონი, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ყოფილა ისე, რომ ქვეყნის სიყვარულით არ ყოფილიყოს ნაკარნახევი. ეს არის ჩვენი მთავარი საამაყო და ჩვენ ასე ვაპირებთ მომავალი 4 წლის განმავლობაში გაგრძელებას. ჩვენ გვჯერა და არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასე დარწმუნებული, როგორც ახლა, თუ რამდენად სწორია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ სწორედ  ამ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი. ჩვენ გვყავს ყველაზე კვალიფიციური გუნდი. ჩვენი გუნდი შედგება ძველი თანამებროძლებისგან და ახალი წევრებისგან. ეს არის ის სიმფონია, რომელიც ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას გააერთიანებს, ჩვენ ვაჩვენეთ ამის მაგალითები. არ შეიძლება, საზოგადოება დახლიჩო. არავინ ისე, როგორც თბილისის საზოგადოებამ იწვნია თავის თავზე ჩარეცხილად კვალიფიცრება და ეს აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ჩვენ არც ერთი ადამიანი არა გვყავს დასაკარგავი. ყველას, ვისაც ანთებული აქვს გული ქვეყნის სიყვარულით და, ვისაც აქვს უნარი, ჩვენს ქვეყანაში მოიტანოს პროგრესი, განვითარება, ყველასთვის იქნება ადგილი ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ და მხოლოდ ასე, საზოგადოების გაერთიანებით, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და არა სიძულვილით, შევძლებთ „ქართული ოცნება“, რომ დღეიდან 4 წლის თავზე  ყველა ოჯახმა იგრძნოს საკუთარ თავზე კეთილდღეობა. მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ერთიანობით, ერთმანეთის განსხვავებული აზრის შეგუებით შეიძლება დამშვიდება საზოგადოების და ქვეყანაში პროგრესის უზრუნველყოფა“,-განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი