ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება, - აღნიშნულ საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
როგორც პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, 23 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით უკვე არსებულ 4 რეისს, დაემატება 7 რეისი.
მისივე თქმით, ეს იძლევა ძალიან შეღავათიან ფასად ევროპის მიმართულებით მგზავრობის საშუალებას.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო წელს მიიღებს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას.
„ჩვენ დღეს გამოგვაქვს ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაზრდილი მგზავრთანაკადის მომსახურებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.