მთავრობა ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობის განხორციელების გამარტივებული შესყიდვის წესით დამტკიცების საკითხს განიხილავს.
პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც იქ მოსახლეთა დამაგრებისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის.
„ასევე, ვფიქრობთ, აეროდრომი ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს რაჭაში ტურიზმის განვითარებას. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ აეროდრომოს სამუშაო მდგომარეობამდე მიყვანას და წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. შესაძლოა ტერმინალის იმ მდგომარეობამდე მიყვანაც, რომ მგზავრების მიღება მოხერხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩქარა განხორციელდეს და ამიტომ, გამარტივებული შესყიდვის წესით გამოგვაქვს აეროდრომის მშენებლობა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.