პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ორი ახალი საწარმოს შექმნა იგეგმება. როგორც პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, თბილისში ხორცპროდუქტების საწარმო შეიქმნება, რომელიც დაასაქმებს 190 ადამიანს და 3 755 202 ლარის ინვესტიციაა განხორციელდება.
კვირიკაშვილის თქმით, მეორე საწარმო ქობულეთში დაბა ოჩხამურში შეიქმნება და ეს არის მაკარონის, პურ-ცომეულის და საკონდიტრო ნაწარმის დამამზადებელი, სადაც 160 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული და მისი აშენებისთვის 320 000 ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ახალი საწარმოს მშენებლობის მიზნით, 2 კომპანიისთვის მოხდება ქონების გადაცემა. კერძოდ კი კახეთის გზატკეცილზე ორი წლის ვადაში ამოქმედდება ყავის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც კომპანია 11 277 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მასში 30 ადამიანი დასაქმდება.
პრემიერის განცხადებით, მეორე ეს არის - ოზურგეთში სოფელ გურიანთაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კვირიკაშვილის თქმით, მეწარმეს 25 წლიანი იჯარით 57 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადაეცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.