გიგი უგულავას სასამართლოზე გაკეთებულმა განცხადებამ მისი მომხრეები ააცრემლა
16-02-2015, 08:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკმაოდ ემოციური იყო გიგი უგულავას სასამართლო სხდომაზე გაკეთებული დღევანდელი განცხადება, რამაც მისი მომხრეები ცრემლებამდე მიიყვანა. როგორც უგულვამ განაცხადა, იგი ჭოჭმანობდა, საერთოდ მიემართა თუ არა შუამდგომლობისთვის, რადგან დარწმუნებულია, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი ბრალდებით ისევ დააკავებენ. "სანამ ეს ხელისუფლება კუნთებზე იყურება, მომიწევს პატიმრობაში ყოფნა", -ამბობს გიგი უგულავა.

 

 

"იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პატიმრობიდან გამათავისუფლებთ, შეიძლება ეს გაგრძელდეს სამი დღე, ერთი კვირა, ან მაქსიმუმ ორი თვე. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, კვლავ დამაბრუნებენ პატიმრობაში, სოპრანოს კლანად გამომიყვანეს, უკვე რვა ბრალდება მაქვს წარდგენილი და მეცხრეს მოგონებაც არ გაუჭირდებათ. მინდოდა აღნიშნული შუამდგომლობის ერთი კვირით გადაწევა, რათა მომეფიქრებინა, საერთოდ მეთხოვა თუ არა პატიმრობიდან გათავისუფლება, მაგრამ ერთი კვირის შემდეგაც დავაყენებდი ამ შუამდგომლობას, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შვილები შევაგუო არსებულ ვითარებას. ამ ჩემს განცხადებას არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ უდევს, ეს არის სუფთა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე. ზუსტად ვიცი, რომ სანამ ეს ხელისუფლება კუნთებზე იყურება, მომიწევს პატიმრობაში ყოფნა. ციხეს ეჩვევი, ეჩვევი იმ საბნის სუნსაც, რომელსაც თავიდან ცხვრის სუნი ასდის, ეჩვევი იმასაც, რომ ორჯერ უნდა იბანაო კვირაში და იმასაც, რომ ტელევიზორი არ გაქვს და რადიოს უსმენ. პირველი ოთხი თვე, სანამ აშშ-ს საელჩომ არ მომაკითხა, სკამიც არ მომიტანეს. შემდეგ მოვიპოვე ლამპა, ვთამაშობ ჭადრაკსაც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს შევეცოდო. თუკი თქვენი გადაწყვეტილებით გავთავისუფლდები, ჩემთვის უფრო გართულდება ცხოვრება, იმიტომ, რომ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, კვლავ დამაკავებენ და თავიდან მომიწევს ამ ლამპის მოპოვებაც, სკამის მოპოვებაც და ყველაფერთან შეგუებაც, რაც გაცილებით რთულია. თავიდან მომიწევს შევეგუო საკანს, რომელსაც პოლულუქსი დავარქვი, ამ ყველაფრის დაკარგვა მომიწევს და ყველაფერი გართულდება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

მისი თქმით, ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც შუამდგომლობა დააყენა, მისი შვილებია, რომლებიც, როგორც მან განმარტა, მამის დაპატიმრებას რთულად განიცდიან. "ჩემს გარდა ამას მათ ვერავინ აუხსნის. თუკი გავთავისუფლდები, ყველაფერს ავუხსნი, შევაგუებ და მზად ვიქნები ნებისმიერი გამოწვევისთვის", - განაცხადა გიგი უგულავამ.

 


დაკმაყოფილდება თუ არა გიგი უგულავას ადვოკატების შუამდგომლობა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების, 20 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე, 18 თებერვლის პროცესზე გახდება ცნობილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი