ზაზა ხუციშვილი: ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ რწმენით და სიმართლით ვემსახურები ჩემს ქვეყანას
16-08-2016, 01:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის მე-3 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ის, რწმენით და სიმართლით ემსახურება ქვეყანას.

 

 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მისი თქმით, ის სფეროები, რომელშიც მას ჰქონდა გამოცდილება, ფართოა.

 

 

„ეს არის კულტურის, სპორტის სფერო. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო მარტივი, რადგან ვარ მოქმედი და აქტიური მუსიკოსი, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ასპარეზზე ქვეყნის მსახურება არის ძალიან დიდი პატივი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ რწმენით და სიმართლით ვემსახურები ჩემს ქვეყანას", - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ის არის აქტიური მონადირე, რომელიც ყოველთვის იცავს ნადირობის კანონებს და ამ მიმართულებითაც შეუძლია აქტიური იყოს.

 

 

„გარემოს დაცვის საქმეებიც მოსაგვარებელია“, - განაცხადა ხუციშვილმა.

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა და ამით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა დაასრულა.

 

 

„ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდნენ ფეხბურთელები ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი. ასევე დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი