პარტია „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა
16-08-2016, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა.

 

 

შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოსცა.

 

 

კერძოდ კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებას საფუძვლად საჯარო რეესტრის ინფორმაცია უდევს, რომლის მიხედვითაც, პარტია „ცენტრისტების“ ხელმძღვანელ პირებს უფლებამოსილება იურიდიულად არ გააჩნიათ.

 

 

„გადაწყვეტილებები, რომელიც სამართლებრივ უფლებამოსილებებს ეხება, იმ პოლიტიკური გაერთიანებების, რომლებიც, როგორც იუსტიციის სამინისტროშია რეგისტრირებული, ასევე ამ რეგისტრაციის საფუძველზე ტარდებიან საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო რეგისტრაციაში, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინფორმაცია შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულად და ოფიციალურად იქნეს მოწოდებული.

 

 

დღეის მდგომარეობით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ გააჩნია იურიდიული ძალა, შესაბამისად დღეს 11:00 საათზე მე მოვაწერე განკარგულებას ხელი, ეს გახლავთ ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულება პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.  

 

 

როგორც საჯარო რეესტრის განცხადებაშია აღნიშნული, საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით, პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

 

 

„პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ რეგისტრირებულია 2002 წლის 30 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის N 1080 ბრძანებით. პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა - ყრილობა, ხოლო აღმასრულებელი ორგანოა - პოლიტიკური საბჭო. პარტიის წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკურ საბჭოს ირჩევს ყრილობა 4 წლის უფლებამოსილების ვადით. 2002 წლის პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმით დგინდება, რომ პარტიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა თეიმურაზ ხაჩიშვილი, ხოლო პოლიტიკური საბჭო განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: თეიმურაზ ხაჩიშვილი, ვახტანგ გოგუაძე, ვალერი კვარაცხელია, ალექსანდრე ჭილაძე, ვახტანგ თალაკვაძე, ჯემალ ნინუა, ლონგი ჭელიძე, თემურ ჯიშკარიანი, გოგი ბიჭაშვილი, დავით ქევხიშვილი, ელდარ გოდერძიშვილი, გელა ესაკია, ვაჟა ბახტურიძე და გელა პაპუაშვილი.

 

 

პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს ზემოხსენებულ შემადგენლობას, რომლებიც არჩეულნი იყვნენ 4 წლით, ვადა ამოეწურათ 2006 წელს. 2006 წლიდან 2016 წლამდე პარტიას მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ წარმოუდგენია ინფორმაცია პარტიის ხელმძღვანელი პირების ცვლილებასთან დაკავშირებით. 2016 წლის 19 მაისს თეიმურაზ ხაჩიშვილის მიერ მოთხოვნილ იქნა პარტიის წესდების ასლისა და პარტიის ამონაწერის მიღება, რაც საჯარო რეესტრის მიერ დაკმაყოფილდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული პირი არ იყო უფლებამოსილი თავმჯდომარე, პარტიის ამონაწერში არ მოხდა პარტიის თავმჯდომარის სახელისა და გვარის მითითება. 2016 წლის 30 მაისს თეიმურაზ ხაჩიშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა 2016 წლის 29 მაისის პარტიის რიგგარეშე ყრილობის ოქმი და მოთხოვნილ იქნა ახალი მონაცემების რეგისტრაცია: რიგგარეშე ყრილობის ოქმის თანახმად, პარტიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა თეიმურაზ ხაჩიშვილი და პოლიტიკური საბჭო შემდეგი შემადგენლობით: თეიმურაზ ხაჩიშვილი, ირაკლი ჩუბინიძე, დავით ხაჩიშვილი. საჯარო რეესტრის მიერ განხილული იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და 2016 წლის 2 ივნისს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ვინაიდან, პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევის, ჩატარებისა და პირთა არჩევის პროცედურები არ შეესაბამებოდა რეგისტრირებული წესდებით დადგენილ რეგულაციებს, საჯარო რეესტრის მიერ შეჩერდა წარმოება და პარტიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა.

 

 

2016 წლის 30 ივნისს, თეიმურაზ ხაჩიშვილმა წარმოადგინა განცხადება-საჩივარი და განაცხადა, რომ საჯარო რეესტრი არ უნდა შესულიყო უკვე რეგისტრირებული პარტიის რიგგარეშე ყრილობის ოქმის განხილვაში, მას ცნობად უნდა მიეღო აღნიშნული ოქმი და გაეცა სარეგისტრაციო მოწმობა. 2016 წლის 4 ივლისს, საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ. საქმის მასალების შესწავლისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 2 ივნისის წერილის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად, საჯარო რეესტრმა მიიჩნია, რომ თეიმურაზ ხაჩიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი იყო დაუსაბუთებელი და ის არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, 2016 წლის 1-ელ აგვისტოს, საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების დამადასტურებელი დოკუმენტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით, პარტიას „ცენტრისტები“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

 

 

2016 წლის 10 აგვისტოს, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დასწრების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს შენობაში გამოცხადდა მოქ. ვლადიმერ ბედუკაძე და განმარტა, რომ ის წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნოდ რეგისტრირებული პარტიის „ცენტრისტები“ წარმომადგენელს. ვინაიდან, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით, პარტიას არ ჰყავს ხელმძღვანელობა და არ ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, და ვინაიდან ვერც მოცემული მოქალაქე იქნებოდა პარტიის წარმომადგენელი კომისიის წინაშე, მოქალაქე არ იქნა დაშვებული სხდომაზე, რის შედეგადაც მან დატოვა სამინისტროს შენობა. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ყველასათვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას „ცენტრისტები“, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ოფიციალური მონაცემებით, არ ჰყავს და 2006 წლიდან არ ჰყოლია ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (იხ. https://napr.gov.ge/p/477; პარტია N 159)“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

„ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასა და მათი საქმიანობის გაუქმებას პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციიების ნაწილი ითხოვდა. აღნიშნული პარტიის ირგვლივ მას შემდეგ ატყდა ხმაური, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე "ცენტრისტების" წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი გავიდა. კლიპში პარტია ამომრჩევლებს რუსულ პენსიებს, ორმაგ მოქალაქეობასა და ქვეყანაში რუსული ბაზების შემოყვანას სთავაზობდა.

 

 

„რუსული პენსია ყველა პენსიონერს - 400 ლარი... მივიღებთ ორმაგი მოქალაქეობის კანონს... დავაკანონებთ რუსულ სამხედრო ბაზებს... ჩვენ დავიცავთ საქართველოს",- ნათქვამია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამაში.

 

 

კომენტარები: 267
#267   Henry
      
References:


No deposit payid pokies australia payid pokies australia
გუშინ, 23:18
#266   Eloise
      
References:


Trusted payid pokies australia https://gamemania55.com/
1 ოქტომბერი 2026 16:59
#265   Jasmine
      
References:


How to play pokies with payid cq.x7cq.vip
30 სექტემბერი 2026 08:13
#264   Dena
      
References:


Instant withdrawal pay id pokies tsnasia.com
28 სექტემბერი 2026 03:10
#263   Jaclyn
      
References:


Payid pokies australia top payid pokies australia
25 სექტემბერი 2026 21:34
#262   Sadie
      
24 სექტემბერი 2026 11:20
#261   Errol
      
References:


Casino freispiele mit sofort casino sofort vergleich
24 სექტემბერი 2026 07:28
#260   Clarita
      
References:


Casino sofort ohne anmeldung hackmd.hub.yt
23 სექტემბერი 2026 01:25
#259   Pauline
      
References:


Casinos with EFT payment option Australia topsitenet.com
21 სექტემბერი 2026 08:32
#258   Anglea
      
References:


MiFinity e-wallet casinos Australia MiFinity casino payout Australia
21 სექტემბერი 2026 07:52
#257   Rod
      
References:


Neosurf minimum deposit casino https://lslv168.com/home.php?mod=space&uid=2890865
19 სექტემბერი 2026 17:38
#256   Elden
      
References:


5 dollar deposit pokies payid https://androidonly.com/user/plantpain67/
19 სექტემბერი 2026 12:36
#255   Janine
      
References:


Osko casino apps https://actualites.cava.tn/user/scalered8/
19 სექტემბერი 2026 01:54
#254   Hollis
      
18 სექტემბერი 2026 13:09
#253   Adriana
      
References:


Top 10 payid pokies real money pokies payid
16 სექტემბერი 2026 15:30
#252   Loretta
      
References:


Best payid pokies okprint.kz
16 სექტემბერი 2026 04:23
#251   Modesto
      
References:


1 dollar deposit pokies payid play
online pokies payid australia
16 სექტემბერი 2026 04:21
#250   Darrin
      
References:


Instant withdrawal payid pokies http://x.kongminghu.com
15 სექტემბერი 2026 15:41
#249   Dollie
      
References:


Highest paying payid pokies australia $1
payid pokies
15 სექტემბერი 2026 11:18
#248   Adam
      
References:


Payid online pokies hackmd.okfn.de
14 სექტემბერი 2026 13:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 14წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი