შეერთებულმა შტატებმა გუანტანამოს ციხის 15 პატიმარი საუდის არაბეთში გადაიყვანა, რაც ყველაზე დიდი ერთიანი ტრანსფერია ობამას პრეზიდენტობისას
16-08-2016, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებულმა შტატებმა კუბაზე, გუანტანამოს ყურეში მდებარე ციხის 15 პატიმარი საუდის არაბეთში გაგზავნა, რაც ყველაზე დიდი ერთიანი ტრანსფერია პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს.

 


პენტაგონის განცხადებით, 12 იემენელი ეროვნებისა და 3 ავღანელის ტრანსფერი, შეერთებული შტატების კუბაზე მდებარე გუანტანამოს ციხეში პატიმრების რიცხვს 61–მდე ამცირებს.

 


როგორც BBC წერს, ზოგიერთი გათავისუფლებული პატიმარი ციხეში ბრალის დამტკიცების გარეშე 14 წელზე მეტი ხნის განმავლობაშიც კი იმყოფებოდა.

 


პრეზიდენტ ობამას მისი ვადის ამოწურვამდე საპატიმროს დახურვა უნდა. თეთრ სახლს ასევე სურს დარჩენილი პატიმრების შეერთებულ შტატებში გადაყვანა, მაგრამ აღნიშნულს კონგრესი ბლოკავს.

 


ობამას სჯერა, რომ გუანტანამოს ყურე ჯიჰადისტების ახალი ძალებით შევსების განმაპირობებელია და ის მძლავრ ანტი–ამერიკულ გრძნობებს ქმნის.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი