„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამდენი კვალიფიკაციით შეუსაბამო ადამიანი დაასახელა თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად.
ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და მაგალითად ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა, რომელიც მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნების დროს ვერ დაარეგისტრირეს პრეზიდენტობის კანდიდატად, ვინაიდან მას არ ჰქონდა უმაღლესი განათლების დიპლომი.
„თუკი ფეხბურთის მართვას სჭირდება უმაღლესი განათლება, ქვეყნის მართვას არ სჭირდება?! ეს არის მართლაც მთელი თბილისის დაცინვა. ასევე ლევან კობიაშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იქამდე, სანამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არ გახდა, იკადრა უკარებელი წამალიც კი ჩაადებინა, კაცი დააჭერინა რეალურად, რომ გამხდარიყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ასეთი ადამიანებით „ქართული ოცნება“ პარლამენტარიზმის მთელ არსს აუფასურებს და ამიტომაც არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა აქვს დაკარგული, ვინაიდან მსგავსი ადამიანები არიან არჩევნებში ჩართულები”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. კერძოდ კი თბილისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
გლდანის მე-20 საარჩევნო ოლქში – ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კობალაძე; გლდანის 21-ე საარჩევნო ოლქში - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი; გლდანის 22-ე საარჩევნო ოლქში - სტრატეგიული მარკეტინგის სფეროს სპეციალისტი, ექიმი ლევან კობერიძე; დიდუბის მე-15 საარჩევნო ოლქში - დეპუტატი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი; დიდუბის მე-16 საარჩევნო ოლქში - ბიზნესმენი ილია წულაია; ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში - მორაგბე ბიძინა გეგიძე; ვაკის მე-3 საარჩევნო ოლქში - მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი; ისნის მე-8 საარჩევნო ოლქში - საკრებულოს წევრი, ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე; ისნის მე-9 საარჩევნო ოლქში - ბიზნესმენი დავით ჭიჭინაძე; ისნის მე-10 საარჩევნო ოლქში - თბილისის საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი; კრწანისის მე-7 საარჩევნო ოლქში - საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული, ბიზნესმენი ბექა ოდიშარია; ნაძალადევის მე-17 საარჩევნო ოლქში - იურისტი, "ქართული ოცნების" წევრი სოფო კილაძე; ნაძალადევის მე-18 საარჩევნო ოლქში - ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი; ნაძალადევის მე-19 საარჩევნო ოლქში - ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია; საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქში - სამართლის დოქტორი, ადვოკატი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე; საბურთალოს მე-5 საარჩევნო ოლქში - იურისტი, თბილისის საკრებულოს წევრი ნინო გოგუაძე; საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქში - თბილისის საკრებულოს წევრი ლევან გოგიჩაიშვილი; სამგორის მე-11 საარჩევნო ოლქში - ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ პროდიუსერი და წამყვანი გიორგი მოსიძე; სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქში - სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი, "ქართული ოცნების" წევრი მარიამ ჯაში; სამგორის მე-13 საარჩევნო ოლქში - პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი; ჩუღურეთის მე-14 საარჩევნო ოლქში - პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი. რაც შეეხება მთაწმინდის №1 საარჩევნო ოლქს, აღნიშნულ ოლქში "ქართული ოცნება" არ აყენებს კანდიდატურას და იქ დამოუკიდებლად იყრის კენჭს სალომე ზურაბიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.