დღეს საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი ეწვევა
16-02-2015, 22:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 

 

"ოფიციალურ შეხვედრებზე განხილულ იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, ქვეყანაში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, ასევე საქართველოს ძალისხმევა დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. აგრეთვე იგეგმება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის მთავარი მიმართულებებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების განხილვა", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 


ვიქტორია ნულანდი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ესტუმრება. იგი თბილისში ბაქოდან ჩამოვა, შემდეგ კი ერევანში გაემგზავრება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი