დავით სერგეენკო: "ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები სასარგებლო იქნებიან ქვეყნისა და დედაქალაქისთვის
16-08-2016, 04:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები სასარგებლო იქნებიან ქვეყნისა და დედაქალაქისთვის.

 

 

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებიდან რამდენიმეს სხვადასხვა სფეროდან პირადად იცნობს.

 

 

„რამდენიმე მათგანთან 80-იან წლებში ერთად ვთამაშობდი რაგბს. მარიამ ჯაში ჩემი მოადგილე იყო წლების განმავლობაში. მისი დიდი წვლილია როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარებისა და ასევე C ჰეპატიტის პროგრამის საწყისი სტადიის მოლაპარაკებებში. აქ არიან ადამიანები, რომელთაც ვიცნობ და შემიძლია მხარში ამოვუდგე მათ, რომ ისინი მართლაც სასარგებლო იქნებიან ქვეყნისთვის და დედაქალაქისთვის“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

 

რაც შეეხება მათი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, სერგეენკოს თქმით, კრიტიკა მრავალგვარი არსებობს და ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი მოისმინა.

 

 

„მათ შორის არიან ისეთი კატეგორიის ადამიანები, რომლებისთვისაც რომ მეთქვა, ადამიანის ფიზიოლოგიური პულსი არის 75, წინასაარჩევნო მოსყიდვებში დამდებდნენ ბრალს. ასე რომ მე ვცდილობ, რომ ყურადღება არ გავამახვილო ასეთ რაღაცებზე“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. კერძოდ კი თბილისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:    

 

 

გლდანის მე-20 საარჩევნო ოლქში – ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კობალაძე; გლდანის 21-ე საარჩევნო ოლქში - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი; გლდანის 22-ე საარჩევნო ოლქში - სტრატეგიული მარკეტინგის სფეროს სპეციალისტი, ექიმი ლევან კობერიძე; დიდუბის მე-15 საარჩევნო ოლქში - დეპუტატი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი; დიდუბის მე-16 საარჩევნო ოლქში - ბიზნესმენი ილია წულაია; ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში - მორაგბე ბიძინა გეგიძე; ვაკის მე-3 საარჩევნო ოლქში - მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი; ისნის მე-8 საარჩევნო ოლქში - საკრებულოს წევრი, ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე; ისნის მე-9 საარჩევნო ოლქში - ბიზნესმენი დავით ჭიჭინაძე; ისნის მე-10 საარჩევნო ოლქში - თბილისის საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი; კრწანისის მე-7 საარჩევნო ოლქში - საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული, ბიზნესმენი ბექა ოდიშარია; ნაძალადევის მე-17 საარჩევნო ოლქში - იურისტი, "ქართული ოცნების" წევრი სოფო კილაძე; ნაძალადევის მე-18 საარჩევნო ოლქში - ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი; ნაძალადევის მე-19 საარჩევნო ოლქში - ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია; საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქში - სამართლის დოქტორი, ადვოკატი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე; საბურთალოს მე-5 საარჩევნო ოლქში - იურისტი, თბილისის საკრებულოს წევრი ნინო გოგუაძე; საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქში - თბილისის საკრებულოს წევრი ლევან გოგიჩაიშვილი; სამგორის მე-11 საარჩევნო ოლქში - ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ პროდიუსერი და წამყვანი გიორგი მოსიძე; სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქში - სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი, "ქართული ოცნების" წევრი მარიამ ჯაში; სამგორის მე-13 საარჩევნო ოლქში - პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი; ჩუღურეთის მე-14 საარჩევნო ოლქში - პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი. რაც შეეხება მთაწმინდის №1 საარჩევნო ოლქს, აღნიშნულ ოლქში "ქართული ოცნება" არ აყენებს კანდიდატურას და იქ დამოუკიდებლად იყრის კენჭს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი