სალომე ზურაბიშვილი: პრემიერის განცხადებით გახარებული დავრჩი, ასეთი გადაწყვეტილება უპრეცედენტო ნაბიჯად ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაში
16-08-2016, 04:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რომ ვთქვა, არ ველოდებოდი „ოცნების“ გადაწყვეტილებას, მაშინ თქვენთან მთლად გულწრფელი არ ვიქნებოდი“,-განაცხადა მთაწმინდის რაიონში დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ასეთი მოლოდინი და იმედი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პრემიერ მინისტრს საკუთარი გეგმები გააცნო.

 

 

„მას შემდეგ რაც ჩემი გეგმები გავუზიარე პრემიერს, ასეთი გადაწყვეტილების იმედიც და მოლოდინიც მქონდა, თუნდაც მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე და სწორი გათვლის შედეგად. თუმცა გარანტია არ არსებობდა იმისა, რომ „ოცნება“ თავისი ალტერნატიულ კანდიდატურას არ დააყენებდა პირველივე ტურზე, როგორც ბუნებრივია პარტიულ ცხოვრებაში. პრემიერის განცხადებით ძალიან გახარებული დავრჩი და არა მხოლოდ ჩემი პირადი მიზნებიდან გამომდინარე, ასეთი გადაწყვეტილება მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯად ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაში - პარტია დამოუკიდებელ და ზოგჯერ საკმაოდ კრიტიკულ და ყოველთვის თავისუფალ პიროვნებას „უთმობდეს“ ბრძოლის ველს, ნამდვილად სიახლეა ქართულ ცნობიერებაში და აქამდე დამკვიდრებულ პოსტსაბჭოთა ცნობიერებაში”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

როგორც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღნიშნავს, ამ ნაბიჯით ასევე მოხდა ქართული ემიგრაციის ინტერესების, უფლებების და პოლიტიკური წონის აღიარება.

 

 

„მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ნაბიჯის გამართლება მე კი არ ვარ და ჩემი წარსული თუ გამოცდილება, არამედ ქართული ემიგრაცია. ძალიან ვამაყობ იმით, რომ მის წარმომადგენლად ასეთი ფორმით მაღიარეს.... პირველად ამ ნაბიჯით ემიგრაციის ინტერესების, უფლებების და პოლიტიკური წონის აღიარება მოხდა, სხვა პარტიების სრულ დუმილის ფონზე. ესეთი სრულიად ახალი მიდგომა ჩემთვის დამაიმედებელია და ამავდროულად ყველაზე საპასუხისმგებლო”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

„ქართული ოცნება“ თბილისში, მთაწმინდის პირველ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ დააყენებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ამის მიზეზი ის არის, რომ მთაწმინდაზე დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს იყრის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, „ქართული ოცნება“ კი მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.

 

 

„სალომე ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია, შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთი ასეთი პრეცედენტია“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

"ქართულმა ოცნებამ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა და ამით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა დაასრულა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი