„ქართული ოცნების” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას ეხმაურება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის ათეულის წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე. იგი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების” მხარდამჭერსაც ვერ იპოვით, რომელიც იტყვის, რომ ამ ადამიანებმა ამ რაიონის, თბილისელების და საქართველოს მოსახლეობისთვის რაიმე სასარგებლო გააკეთეს".
„ქართული ოცნების” თბილისის მაჟორიტარების კანდიდატები არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას მოსახლეობის პრობლემების მოგვარების არანაირი ხედვა არ გააჩნია. ”ოცნების” მხარდამჭერებშიც ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ მაგალითად, პაპუაშვილმა, რომელიც მთაწმინდის რაიონში იყო დეპუტატი, შოთა ხაბარელმა, რომელიც კრწანისის რაიონში იყო დეპუტატი, ამ რაიონებისთვის რაიმე გააკეთეს. წარადგინეს კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენდნენ თბილისის სხვადასხვა რაიონებს. მაგალითად: ბატონი პაპუაშვილი, რომელიც მთაწმინდის რაიონში იყო დეპუტატი, ბატონი შოთა ხაბარელი, რომელიც კრწანისის რაიონში იყო დეპუტატი და ”ქართული ოცნების” მხარდამჭერსაც ვერ იპოვით, რომელიც იტყვის, რომ ამ ადამიანებმა ამ რაიონის, თბილისელების და საქართველოს მოსახლეობისთვის რაიმე სასარგებლო გააკეთეს. ”ოცნებას” სურს, რომ კორუფცია და პირად ინტერესებზე ზრუნვა გააგრძელოს, მაგრამ ეს 8 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.