შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში არის შიდა ინტერესების დაპირისპირება.
აღნიშნულით ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა ინფექციურმა საავადმყოფომ არსებულ თუ სხვა მისამართზე შეფერხების გარეშე იფუნქციონიროს.
„კონფლიქტი ექიმს და პაციენტს შორის არის ცალკე საკითხი და იქ მომუშავე ადამიანების, სამწუხაროდ ორი სხვადასხვა ჯგუფის განსხვავებული შეხედულება „ავერსთან“ თუ სხვა კომპანიებთან, არის ცალკე საკითხი. ეს არის შიდა ინტერესების დაპირისპირება. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ინფექციური სნეულებათა საავადმყოფო, ზოგადად სამსახური, არის ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ამ ობიექტმა ამ მისამართზე ან სხვა მისამართზე იფუნქციონიროს შეფერხების გარეშე“, - განაცხადა სერგეენკომ.
ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები „ავერსის” მშენებარე კლინიკის მუშებს მათი ერთ-ერთი ექიმი მამაკაცის ცემაში ადანაშაულებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.