დიმიტრი ქუმსიშვილი სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციებს ამბროლაურის აეროდრომისა და ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს
16-08-2016, 05:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციებს ამბროლაურის აეროდრომისა და ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

 

 

მისი თქმით, გამოცხადდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ორი მიმართულებით - ესაა ამბროლაური და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

 

 

„დღეს მთავრობაზე ჩვენ გამოვიტანეთ ნებართვის მოწონება, რომლის მიხედვითაც ჩვენ გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს. მინდა ყველა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციას მოვუწოდო აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისკენ. გამოტანილი იქნება ორი მიმართულება. ერთი - ეს არის ამბროლაური, სადაც 1 100 მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ასევე, ტერმინალი იქნება ასაშენებელი. ხოლო მეორე მიმართულება, ეს არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურის გაფართოება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი“ სექტემბერში ქუთაისიდან შვიდი ახალი მიმართულებით დაიწყებს ფრენას და სექტემბრიდან ევროპის მიმართულებით 23 სიხშირე იქნება, რაც, მისი განცხადებით, დადებითად აისახება, როგორც ტურისტულ ნაკადზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უკვე უპრობლემოდ იფრინონ ევროპაში.

 

 

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, ამბროლაურში, აეროდრომის მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება, - აეროპორტის მშენებლობის, აღჭურვის და ოპერირებაში შეყვანის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების სწრაფად შესრულების მიზნით, მთავრობა გამარტივებულ შესყიდვას მიმართავს.

 

 

გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მომსახურებისთვის, დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელსაც 23 სექტემბრიდან, ევროპისკენ 7 მიმართულება ემატება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი