„ორი დღის წინ, დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის დროს, სენაკის სამხედრო დასახლებაში არსებული დევნილების საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა“,- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ეს არის საცხოვრებლები, რომელიც დევნილებს დაკანონებული აქვთ.
მინისტრის განმარტებით, სტიქიის დროს დაზიანდა 3 კორპუსი, რომელსაც რემონტის მიზნით სახურავები გადახდილი ჰქონდა, შესაბამისად კი 16 ოჯახის პირობები არის ძალიან მძიმე.
„მთლიანობაში 55 ოჯახი დაზარალდა. შპს, რომელსაც ტენდერი მოგებული ჰქონდა, იღებს პასუხისმგებლობას, რომ თავისი ხარჯებით ყველა ოჯახს აღუდგინოს ის დაზიანება, რაც მათ მიადგა, ხოლო 16 ოჯახი დროებით ქირით გადავიყვანეთ, სანამ მათი საცხოვრებლები სრულად არ გარემონტდება“, - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, სენაკის სამხედრო დასახლებაში დევნილთა 30-ზე მეტი კორპუსია და ამ კორპუსების სახურავების და იატაკების გამოცვლის პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამის ეს ნაწილი ნახევარი მილიონი ჯდება და ოქტომბერში დასრულდება. რაც შეეხება პროგრამის მეორე ნაწილს, ის 1,5 მილიონიან ლარამდე დაჯდება და დაიხარჯება იმ ჭაობის დაშრობისთვის, რომელიც ამ კორპუსების ირგვლივ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.