მერაბ მეტრეველი: იმედია, ახლა კობიაშვილს და სხვებს რომ გაამარჯვებინონ, ამისთვის მათ კონკურენტებს არ დაიჭერენ
16-08-2016, 05:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმედია, ახლა კობიაშვილს და სხვებს რომ გაამარჯვებინონ, ამისთვის მათ კონკურენტებს არ დაიჭერენ, - აღნიშნული განცხადება ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის” წარმომადგენელმა, მერაბ მეტრეველმა გააკეთა.

 

 

მეტრეველი მიიჩნევს, რომ ”ქართულ ოცნებას”სერიოზული საკადრო კრიზისი აქვს და ამ დანაკლისის შევსებას ე.წ. ცნობადი სახეებით ცდილობს.

 

 

"ამ სიაში ფეხბურთელები რა პრინციპით მოხვდნენ ვერ გეტყვით. მორაგბეები კიდევ გასაგებია, ისინი ხალხს უყვარს მაინც. ფეხბურთელებს კი ქართველი ხალხისთვის იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანიათ, თან ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პირობებში გახდა ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ეს იყო ”ქართული ოცნების” მმართველობის დროს ჩატრებული ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო არჩევნები, სადაც თავის კანდიდატს ”ქართულმა ოცნებამ” შსს-ს დამხარებით გაამარჯვებინა. გახსოვთ ერთი დელეგატი, რომელიც მის კონკურენტს აძლევდა ხმას დაიჭირეს და მანამ არ გამოუშვეს, ვიდრე გარანტიები არ მიიღეს. ეს ყველაფერი დაახლოებით ისეთივე სამარცხვინო იყო , როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” დროს არჩეულ კანდიდატს გიორგი ნემსაძეს ერთ საათში რომ აიძულეს გადადგომა. „ოცნება“ რომ ”ნაციონალების” გზას ადგებოდა და ძალოვან სტურქტურებს პოლიტიკური მიზნით გამოიყენებდა, უკვე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე გამოჩნდა", - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

 

 

კომენტარები: 5
#5   მერაბი
      
არაც მაგია გამორიცხული ჩემო მერაბ . ეს ხელისუფლება ხომ ყველაფერში ნაცებს დაემსგავსა , თუ დაჭირდათ მაგასაც იკადრებენ , მაგრამ ქოცებს არაფერი აღარ უშველის
16 აგვისტო 2016 09:40
#4   tornike
      
არ არის გამორიცხული ოცნებამაც წინა მთავრობასავით დაჭერების სერია წამოიწყოს.ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები
16 აგვისტო 2016 08:07
#3   Ana
      
ფეხბურთელების გარდა არავის უნდა მაგ პარტიაში გაწევრიანება ... გაიყონ და ითამაშონ მერე რო დარჩებიანპარლამენტის გარეთ
16 აგვისტო 2016 08:02
#2   ლაშა
      
სპორტსმენებს კუნთების მეტი არაფერი უმუშავებთ და გასაგებია, ქოცებს ასეთი ადამიანები რატომაც სჭირდებათ.
16 აგვისტო 2016 07:59
#1   ია ჩხაიძე
      
ფეხბურთელები და მოჭიდავეები კი არა, ინტელიგენტი და პატრიოტი ხალხი უნდა იყოს ხელისუფლებაში, ეკონომისტები, იურისტები და ა.შ. ოღონდ პროფესიონალი და საქმის მცოდნე, თუმცა ასეთი ხალხი ''ქარტულ ოცნებას '' არ სჭირდება და ამიტომ არც ჰყავს!
16 აგვისტო 2016 07:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი