„სახელმწიფომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ეს არ არის დასასრული და ბოლო ნაბიჯები. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები გაგრძელდება“, - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.
ამის შესახებ სერგეენკომ სამტრედიაში გარდაცვლილ 22 წლის დემურ სტურუასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა.
„მე არ ვარ ჩახედული გამოძიების დეტალებში და არც უნდა ვიყო. მჯერა, რომ გამოძიება არის ერთადერთი ობიექტური საშუალება, რომ რეალური სურათი დადოს. რაც შეეხება ანტინარკოტიკულ ან ზოგადად, ნარკოტიკებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკას, თუ ვინმე ყურადღებით ადევნებდა ბოლო წლების განმავლობაში ცლილებებს თვალს, დაინახავდა, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის დასასრული და ბოლო ნაბიჯები. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები გაგრძელდება“, - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ნარკოტიკებთან მიმართებაში მათი წონითი კატეგორიის მიუხედავად, არის ერთი გლობალურად ღირებული სტრატეგია - რომ უნდა შემცირდეს მოთხოვნა და უნდა შემცირდეს მიწოდება და არ უნდა იყოს რეპრესიული.
„კიდევ ერთხელ შემიძლია ცალკე ბრიფინგი მივუძღვნა ამას, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით“, - განაცხადა სერგეენკომ.
სამტრედიაში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას ოჯახი ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამართალდამცველს ადანაშაულებს. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცველი დემურ სტურუას სისტემატურად სცემდა და აიძულებდა მისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვინ ინახავდა მარიხუანას, რასაც მან ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.