ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ადგილობრივმა ფერმერმა, ზაზა გვათუამ 15 ჰა ფართობზე ახალი თხილის ბაღი გააშენა. ფერმერი პროექტში 2016 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისათვის 8,925 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, სამეგრელოს რეგიონში აგროპროექტის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ხეხილის ბაღები 224 ჰა ფართობზე გაშენდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი 1,438 ჰა-ზე. მთლიანი დაფინანსების მოცულობა 7,4 მილიონ ლარს აღემატება.
აგროპროექტი „დანერგე მომავალი“ 2015 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.
პროექტის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზაზა გვათუას თხილის ბაღი დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.