„ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება” არ არის გუნდი, რომელიც ქვეყანას სამომავლო განვითარებისთვის გამოადგება.
მისივე თქმით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ძალიან სუსტი გუნდი წარადგინა.
„ვფიქრობ, რომ ამ გუნდს რეალურად დიდი დისტანცია აქვს პოლიტიკისგან და იმ საქმისგან, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანაში სჭირდება. გუშინ „ქართულმა ოცნებამ” თბილისში წარადგინა ძალიან სუსტი გუნდი. მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოჭიდავეები ჩაანაცვლეს ფეხბურთელებმა... ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ ნაცვლად პროფესიონალიზმისა, ნაცვალად იმისა, რომ ადამიანები კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩეოდნენ, ისინი ისევდაისევ ახლობლობით, ერთგულებით, მეგობრობით არჩევენ კანდიდატებსა და პოლიტიკოსებს. სწორედ აქედან გამომდინარე, ისინი უნდა დამარცხდნენ 8 ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენს ქვეყანას ეს გუნდი ნამდვილად არ გამოადგება სამომავლო განვითარებისთვის“, - გამაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. კერძოდ კი თბილისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
გლდანის მე-20 საარჩევნო ოლქში – ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კობალაძე; გლდანის 21-ე საარჩევნო ოლქში - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი; გლდანის 22-ე საარჩევნო ოლქში - სტრატეგიული მარკეტინგის სფეროს სპეციალისტი, ექიმი ლევან კობერიძე; დიდუბის მე-15 საარჩევნო ოლქში - დეპუტატი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი; დიდუბის მე-16 საარჩევნო ოლქში - ბიზნესმენი ილია წულაია; ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში - მორაგბე ბიძინა გეგიძე; ვაკის მე-3 საარჩევნო ოლქში - მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი; ისნის მე-8 საარჩევნო ოლქში - საკრებულოს წევრი, ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე; ისნის მე-9 საარჩევნო ოლქში - ბიზნესმენი დავით ჭიჭინაძე; ისნის მე-10 საარჩევნო ოლქში - თბილისის საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი; კრწანისის მე-7 საარჩევნო ოლქში - საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული, ბიზნესმენი ბექა ოდიშარია; ნაძალადევის მე-17 საარჩევნო ოლქში - იურისტი, "ქართული ოცნების" წევრი სოფო კილაძე; ნაძალადევის მე-18 საარჩევნო ოლქში - ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი; ნაძალადევის მე-19 საარჩევნო ოლქში - ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია; საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქში - სამართლის დოქტორი, ადვოკატი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე; საბურთალოს მე-5 საარჩევნო ოლქში - იურისტი, თბილისის საკრებულოს წევრი ნინო გოგუაძე; საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქში - თბილისის საკრებულოს წევრი ლევან გოგიჩაიშვილი; სამგორის მე-11 საარჩევნო ოლქში - ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ პროდიუსერი და წამყვანი გიორგი მოსიძე; სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქში - სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი, "ქართული ოცნების" წევრი მარიამ ჯაში; სამგორის მე-13 საარჩევნო ოლქში - პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი; ჩუღურეთის მე-14 საარჩევნო ოლქში - პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი. რაც შეეხება მთაწმინდის №1 საარჩევნო ოლქს, აღნიშნულ ოლქში "ქართული ოცნება" არ აყენებს კანდიდატურას და იქ დამოუკიდებლად იყრის კენჭს სალომე ზურაბიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.