ვლადიმერ ბედუკაძე: ჩემს წინააღმდეგ ნებისმიერი შესაძლო განხორციელებული აქტი მთავარი პროკურორის მიერ იქნება სანქცირებული
16-08-2016, 07:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ცენტრისტების" ერთ-ერთი ლიდერი, ვლადიმერ ბედუკაძე მისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს. ბედუკაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა ფლობს ინფორმაციას მისი თვალთვალისა და მუქარის შესახებ, დაცვის მოხსნის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

 

 

„ნებისმიერი განხორციელებული ქმედება ჩემს წინააღმდეგ უშუალოდ, მინდა იცოდეს საზოგადოებამ, ეს იქნება მთავარი პროკურორის მიერ სანქცირებული და მის კისერზე იქნება ნებისმიერი შესაძლო განხორციელებული აქტი", - განაცხადა ვლადიმერ ბედუკაძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

მისივე აზრით, საფრთხე "კოჰაბიტირებული ნაზავისგან" არსებობს.

 

 

"საფრთხე არსებობს იმ კოჰაბიტირებული ნაზავისგან - პოლიტიკური და თუნდაც არაპოლიტიკური, რომელიც ქვეყანაში არსებობს. მუქარები არის და პროკურატურამ იცის. არის თვალთვალი, პროკურატურას აქვს მონაცემები. უღებენ ფოტოებს ჩემს ავტომანქანებს, საცხოვრებელ სახლს, მიგზავნიან მესიჯებს - ეს ძალიან კარგად იცის პროკურატურამ. თუმცა, მიუხედავად ამისა, იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და პატარა კაცუნების დონეზე დადიან ეს ადამიანები,“ - აცხადებს ვლადიმერ ბედუკაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი