2016 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 235.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით (9.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათი ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი მოდიოდა.
|
|
ფულადი გზავნილების მოცულობა ივლისი, 2016, მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
|
ივლისი, 2015 |
ივლისი, 2016 |
||
|
|
100.7 |
100.0 |
100.0 |
|
ევროკავშირის ქვეყნები, სულ |
31.0 |
21.9 |
30.8 |
|
მათ შორის: |
|
|
|
|
საბერძნეთი |
11.0 |
0.9 |
10.9 |
|
იტალია |
9.9 |
10.0 |
9.9 |
|
ესპანეთი |
2.7 |
2.5 |
2.7 |
|
გერმანია |
2.4 |
2.5 |
2.4 |
|
გაერთიანებული სამეფო |
1.4 |
2.3 |
1.4 |
|
საფრანგეთი |
1.0 |
1.0 |
1.0 |
|
დანარჩენი ქვეყნები, სულ |
69.7 |
78.1 |
69.2 |
|
მათ შორის: |
|
|
|
|
რუსეთი |
37.7 |
48.2 |
37.4 |
|
აშშ |
11.0 |
9.1 |
10.9 |
|
თურქეთი |
7.3 |
7.0 |
7.2 |
|
ისრაელი |
4.9 |
3.2 |
4.9 |
|
უკრაინა |
1.6 |
1.9 |
1.6 |
|
აზერბაიჯანი |
1.1 |
1.4 |
1.1 |
|
ყაზახეთი |
1.0 |
1.8 |
1.0 |
2016 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.7 მლნ აშშ დოლარი (36.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.6 მლნ აშშ დოლარისა (28.5 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.