"ქართული ოცნების" მიერ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ოლქების ნაწილში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატების წარდგენას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "პოლიტიკურ თამაშს" უწოდებს. ხუხაშვილის შეფასებით, როდესაც ხელისუფლება "ცოცხების ფონზე" გამარჯვებულ ადამიანებს საკუთარ რიგებში იღებს, ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა არა ფასეულობებისთვის, არამედ სკამისთვის მიმდინარეობს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აქედან გამომდინარე "ქართული ოცნების" მუდმივი აპელირება სისხლიან 9 წელზე, არის სრული ფარსი. იგი ყოფილ "ნაციონალებს" და ახლა უკვე "ქართული ოცნების" სახელით მებრძოლ ადამიანებს "გადამფრენ" დეპუტატებს უწოდებს, რომლებიც შევარდნაძის დროიდან დაწყებული მიგრირებენ "თბილ ქვეყნებში", ანუ სხვადასხვა ხელისუფლებაში.
Guardian.ge-ს კითხვაზე, "ქართულმა ოცნებამ" ბევრ საარჩევნო ოლქში ყოფილი "ნაციონალები" წარადგინა. მაგალითად, ხობში- გოდერძი ბუკია; ლენტეხი, მესტია, ცაგერი, ამბროლაური, ონის გაერთიანებულ ოლქში გოჩა ენუქიძე; დმანისის და წალკის ოლქში კახაბერ ოქრიაშვილი, ნინოწმინდა-ახალქალაქში ენზელ მკოიანი, ხულო-შუახევი-ქედას ოლქში ანზორ ბოლქვაძე... როგორ ფიქრობთ, რატომ წარადგინა ეს კადრები გიორგი კვირიკაშვილმა, ხუხაშვილი პასუხობს:
"ეს არის ის ისტორია, რომელიც აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" მუდმივი აპელირება სისხლიან 9 წელზე, არის სრული ფარსი და მეტი არაფერი. ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი და არა ფასეულობათა ჭიდილი. წარმოიდგინეთ ადამიანებზე, რომლებიც 2012 წელს "ცოცხების ფონზე" იყარეს კენჭი "ნაციონალური მოძრაობიდან", მინიმუმ მორალური პასუხისმგებლობა არის მათზე. ეს ადამიანები მოგყავს უკვე შენს პარტიაში გადმობარგებული და შენი სახელით, ფაქტია, რომ ეს დეპუტატები არიან "მიგრანტები", რომლებიც მიგრირებენ "თბილ ქვეყნებში" შევარდნაძიდან მოყოლებული, ანუ ისინი ეძებენ სადაც არის ზაფხული, ანუ ხელისუფლება. ესენი არიან "გადამფრენი" დეპუტატები. ამ ადამიანებზე ხელს რომ აწერ და ამ ადამიანებთან თანამშრომლობ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ფასეულობები კი არ გაინტერესებს, შენ იბრძვი მხოლოდ ძალაუფლებისთვის. თუ ძალაუფლებისთვის იბრძვი, მაშინ მე რაღაც პათეტიკით ნუ მელაპარაკები ფასეულობებზე და ა.შ თქვი, რომ შენ გინდა სკამი და დაამთავრე ამით უბრალოდ".
კითხვაზე, თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, რამდენად არიან ყოფილი "ნაციონალები" ახლა უკვე "ქართული ოცნების" მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული პიროვნებები მოქმედი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების გარანტები? ანუ რა ბერკეტი აქვთ მათ საამისოდ?
"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში, საკუთარი თანხებით აფინანსებენ საარჩევნო კამპანიას. ფინანსებს კი, რად უნდა ლაპარაკი, რომ არჩევნებში საკმაოდ სერიოზული მნიშვნელობა აქვს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რაიონების "მაყურებლებად", რაიონების "პატრონებად" ჩამოყალიბდნენ ფაქტობრივად, არაჯანსაღი გაგებით, მე ვიტყოდი. ეს არ არის ახალი ამ ქვეყანაში, ეს არის მანკიერი წრე, რომელიც ვერ გაარღვია ამ ქვეყანამ", - განუცხადა Guardian.ge-ს გია ხუხაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.