დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე: ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე უფრო პასიურობით გამორჩეული ადამიანები არიან შეთავაზებული ქართველი ხალხისთვის
16-08-2016, 08:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის, „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ქართველი ხალხისთვის შეთავაზებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე უფრო პასიურობით გამორჩეული ადამიანები არიან.

 

 

მისი თქმით, ოთხი წლის განმავლობაში პარტია „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ ქართველი ხალხისთვის უკეთესი შეთავაზება გაეკეთებინა.

 

 

„როდესაც პოლიტიკურ პარტიას აქვს პრეტენზია, პარლამენტში ერთპარტიულ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, როდესაც კანდიდატებს ასახელებს, ერთპარტიულ საკონსტიტუციო უმრავლესობას გვისახელებს. მე ჩემი ქვეყნისთვის ვისურვებდი გაცილებით მაღალკვალიფიციურ, გაცილებით პროფესიონალურ პარლამენტს, უმრავლესობას. მეც მაქვს ერთი სპეციფიკური საკითხი, რომელსაც გულისტკივილით ვამბობ: სამწუხაროდ, ამ ოთხის წლის განმავლობაში ყველაზე უფრო პასიურობით გამორჩეული ადამიანები არიან შეთავაზებული ქართველი ხალხისთვის, თუმცა ეს უკვე ხალხის არჩევანია, მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

მისივე შეფასებით, თავად „რესპუბლიკელების“ სტანდარტი შეთავაზებულ კანდიდატებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

 

 

„ჩემი პოზიცია ისაა, რომ „რესპუბლიკელებმა“ ქართველ ხალხს ძალიან ღირსეული კანდიდატები შევთავაზეთ. თითქმის ჩვენი ყველა მეორე მაჟორიტარი ქალი კანდიდატია, ამიტომ მითი, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ქალი კანდიდატები ვერ იბრძვიან და იმარჯვებენ, სწორი არ არის“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი