"ფიფას" ყოფილი პრეზიდენტი ჟუაო ჰავალანჯი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბრაზილიელი ზეპ ბლატერის წინამორბედი იყო და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს 1974–1998 წლებში ედგა სათავეში. იგი "ფიფას" საპატიო პრეზიდენტის პოსტიდან 2013 წლის აპრილში გადადგა, მას შემდეგ, რაც მექრთამეობის შესახებ გამოძიება დაიწყო, მომდევნო წელს კი ფილტვის ინფექციით საავადმყოფოში მოათავსეს.
იგი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი 1963 წლიდან 2011 წლამდე და თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.
ჰავალანჯი 1936 წლის ოლიმპიადაზე ბრაზილიას ცურვაში წარმოადგენდა. იმ წელს მან ასევე იურისტის დიპლომი მიიღო. მისი "ფიფას" პრეზიდენტობისას მსოფლიოს 6 ჩემპიონატი ჩატარდა და მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილე 16 გუნდის რაოდენობა გაორმაგდა და 32 გახდა. მიუხედავად ამისა, მისი კარიერა ჩირქმოცხებული იყო მექრთამეობის სასამართლო დავებითა და ბრალდებებით.
2010 წელს, "BBC Panorama"–მ ჰავალანჯს და მის სიძეს, რიკარდო ტეიხეირას ბრალი დასდო შვეიცარიული "საერთაშორისო სპორტისა და თავისუფალი დროის მარკეტინგის სააგენტოსაგან" მილიონობით დოლარის ქრთამის აღებაში იმის სანაცვლოდ, რომ შეენარჩუნებინა აღნიშნული კომპანია "ფიფას" ერთადერთ ოფიციალურ გამყიდველად.
თავად ჰავალანჯი კი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.