თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს ნინო გოგუაძეს, ბექა ნაცვლიშვილს და ირაკლი აბუსერიძეს საკრებულოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
მათი საკითხი დეპუტატებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ამ მიზნით განცხადებებით მიმართეს.
თბილისის საკრებულოს სამივე უკვე ყოფილი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიან კენჭს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ბექა ნაცვლიშვილი და ირაკლი აბუსერიძე ისნის რაიონის საარჩევნო ოლქებში არიან წარდგენილი, ხოლო ნინო გოგუაძე საბურთალოს რაიონის ოლქში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.