ორიოდე დღის წინ, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნებამდე იმსჯელოს და ქვეყნის კონსტიტუციაში გაკეთდეს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი, - "საქართველო არის უბლოკო სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე არ შეიძლება იმყოფებოდეს არცერთი სხვა სახელმწიფოს ჯარი"!
ბურჯანაძის ამ განცხადებას მყისიერად უპასუხა "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწეროს: "საქართველო ისწრაფვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ, ანუ ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში შესასვლელად და ეს შეუქცევადი პროცესია"!
მოკლედ, საქართველოს პარლამენტის, როგორც ყოფილი ისე მოქმედი თავმჯდომარეები რადიკალურად განსხვავებული წინადადებებით გამოდიან, რასაც უეჭველად დაჰკრავს წინასაარჩევნო პოპულიზმის ფერი! თუმცა, ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ არცერთი მათგანის მოთხოვნა სტრატეგიულად მიზანშეწონილი არ გახლავთ, რადგანაც ერთიც და მეორეც პოლიტიკურ-ტაქტიკური მანევრირების საშუალებას უზღუდავს საქართველოს, რომლის გარეშეც ქვეყნის წინაშე მდგარი სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების (ქვეყნის დეოკუპაცია, აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონის რეინტეგრაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა) გადაჭრა ვერ და არ მოხერხდება!
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, უსუფაშვილის ეს მცდელობა, რომ "უფრო პროდასავლელად" აჩვენოს საკუთარი თავი და პარტია დასავლელ პარტნიორებს, ღიმილისმომგვრელია, ხოლო ბურჯანაძეს, როგორც სტაჟიან პოლიტიკოსს, ალბათ უნდა ესმოდეს, რომ ასეთი ფუნდამენტალური ცვლილების მისაღწევად, სულ ცოტა ხელისუფლებაში უნდა იყოს, მაგრამ რა ქნას, ეტყობა რომ ისიც წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაშია!!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.