შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ პეტრე კანკავა დაინიშნა.
სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა პირველი მოადგილე დღეს, აპარატის თანამშრომლებს წარუდგინა.
პეტრე კანკავა დაიბადა 1977 წლის 1-ელ აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1999 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება.
2015 – 2016 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ, 2010-2015 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში წამყვან თანამდებობაზე, 2009 წელს იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2005– 2009 წლებში კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი და დროებითი რწმუნებული, ხოლო 2004 - 2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2000 - 2004 წლებში ქალაქ ათენში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, 2000 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ატაშედ, 1999 – 2000 წლებში კი საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის სპეციალისტად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.