მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ახლადშექმნილ მრჩეველთა საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარტიის ცნობით, მრჩეველთა საბჭოს მიზანია პარტიის თავმჯდომარეს კონსულტაციები გაუწიოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების შესწავლაში. ასევე მოახდინოს მოსახლეობის პრობლემების და საჭიროებების ყოველდღიური შესწავლა და წარუდგინოს პარტიის თავმჯდომარეს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზები.
საბჭოს წევრები საზოგადო მოღვაწეები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ხელოვანები, ეკონომიკისა და პოლიტიკის ექსპერტები არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.