„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ბიუროს წევრებს მოუწოდებს, მომავალ სხდომაზე შეიკრიბონ და საქართველოს „უბლოკო სტატუსთან“ დაკავშირებული საკითხი განიხილონ.
მისი თქმით, პარტია აღნიშნული საკითხის განხილვას ელოდება, რათა შემდგომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს.
„იმედია, ბატონები და ქალბატონები ამჯერად მაინც მოიცლიან და არ ჩაშლიან დანიშნულ ბიუროს სხდომას. მე ძალიან კარგად ვიცი პარლამენტის მუშაობის სპეციფიკა და ძალიან კარგად ვიცი ისიც, რომ პარლამენტის წევრის, მით უფრო, ბიუროს წევრის უპირველესი მოვალეობაა, დაესწროს ბიუროს სხდომას და არ ჩააგდოს უმნიშვნელოვანესი თემების განხილვა.
ჩვენ ველოდებით ამ პროცედურის დასრულებას, რათა უსწრაფესად დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვების პროცესი. ეჭვი არ მეპარება, რომ „უბლოკო სტატუსთან“ დაკავშირებით, უმოკლეს დროში შევძლებთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას, მაგრამ წინასაარჩევნი პერიოდია და მნიშვნელოვანია, პროცედურები დროულად იქნას გავლილი და პოლიტიკური კონექტურის გამო არ იყოს გადადებული მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა“,- აღნიშნავს ბურჯანაძე.
ბურჯანაძე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, ღია დიალოგში შევიდეს ყველა იმ პოლიტიკოსთან, რომელებიც „უბლოკოს სტატუსის“ მოწინააღმდეგეა.
15 აგვისტოს, პარლამენტის ბიუროს სხდომა, დამსწრეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ შედგა.აღნიშნულ ბიუროს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მხრიდან შესული მიმართვა უნდა განეხილათ, რაც საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.