რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ძალოსნობაში ქართველმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. მან აკვრაში 215 კილოგრამი დააფიქსირა, რაც არსებულ მსოფლიო რეკორდზე 1 კილოგრამით მეტია. ტალახაძემ, ატაცში 2015 კილოგრამი აწია, ხოლო აკვრაში 258 კილო დაძლია, რამაც ჯამში მსოფლიო რეკორდის მაჩვენებელი - 473 კილოგრამი შეადგინა.
ლაშა ტალახაძის მიერ მოპოვებული ოქროს მედალი რიო 2016-ის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებისთვის პირველია.
კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ორივე დისციპლინის ჯამში 448 კილოგრამით მესამე შედეგი აჩვენა. ორ ქართველს შორის, აღნიშნულ შეჯიბრებაზე, სომეხი გორ მინასიანი მოხვდა - 451 ქულით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.