საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში განხორციელდეს ახალი პროექტები, რათა საქართველომ უახლოეს მომავალში მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას,- განაცხადა ენერგეტიკის მინისრტმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "თი-ბი-სი" ბანკის მიერ ორგანიზებულ ენერგოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
კახა კალაძის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.
"ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, საინტერესო პროექტი იქნა განხორციელებული ამ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ასევე ძალიან ბევრი ცვლილება განვახორციელეთ რეგულაციებში, რაც თავისთავად აისახება განხორციელებულ ინვესტიციებზე. მოხარული ვარ და მოხარულია ყველა ჩემი თანამშრომელი, რომელიც ამ დარგში საქმიანობს, რომ ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი, დიდია ინტერესი ახალი პროექტების განხორციელებისთვის და ეს მისასალმებელია. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ადგილობრივი ბანკების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს სხვადასხვა საფინანსო უცხოურ ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ბანკებთან", - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მთავრობა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში განხორციელდეს ახალი პროექტები, რათა საქართველომ უახლოეს მომავალში მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.
"მე ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, რომ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არის ტოლფასი საქართველოს დამოუკიდებლობისა", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.