შმაგი ბოლქვაძეს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა. კვირიკაშვილი ახალგაზრდა ქართველ სპორტმენს დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა.
ბოლქვაძეს მოპოვებული ბრინჯაოს მედალი მიულოცეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილეებთან აკაკი ლოდიასთან და შალვა გოგოლაძესთან, ასევე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, მანუჩარ კვირკველიასთან ერთად.
ბერძნულ-რომაული სტილით 66 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 22 წლის შმაგი ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში იაპონელი ინოე ტომოჰირო 1:0 დაამარცხა. საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ამ ეტაპისთვის 5 მედალი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო აქვს მოპოვებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.