გორში მოქალაქემ საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში გორის რაიონის სოფელ ახალსოფლის მკვიდრმა, 1957 წელს დაბადებულმა ა. ა.-მ სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.
სულ ჩაბარებულია: „ეფ-1“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, მსხვრევადი ხელყუმბარისთვის განკუთვნილი 1 ამფეთქი ფალია და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 40 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, წარმოდგენილი საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.
აღნიშნული მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.