დონალდ ტრამპი მილვოოკში შავკანიანი მამაკაცის მისამართით პოლიციის მიერ ფატალურ გასროლას ამართლებს
17-08-2016, 01:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების "რესპუბლიკელების" პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაპირველი მტკიცების მიხედვით, ის რომ პოლიციამ მილვოოკში შავკანიან მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, გამართლებულია.

 


შაბათს, ქალაქის აფრიკელი ამერიკელებით განსაკუთრებულად დასახლებულ ნაწილში სილვილ სმიტის მკვლელობამ პროტესტი წარმოშვა.

 


"ჩვენ უნდა დავემორჩილოთ კანონებს, თორემ სხვაგვარად ჩვენ არ გვექნება ქვეყანა", – განუცხადა ტრამპმა Fox News–ს ქალაქში პოლიციის განყოფილებაში სტუმრობის შემდეგ. მოგვიანებით მან იქ დემონსტრანტებს მიმართა.

 


პროტესტანტები აცხადებენ, რომ პოლიცია ძალზე სწრაფად იყენებს იარაღს აფრიკელი ამერიკელების წინააღმდეგ. ბოლო ინციდენტისას 23 წლის სმიტი პოლიციამ გააჩერა, მან კი გაქცევა მოახერხა. ოფიციოზის თქმით, მამაკაცს ცეცხლი იმიტომ გაუხსნეს, რომ იგი იარაღს უკანონოდ ატარებდა და უარი თქვა მის დაგდებაზე.

 


"იარაღი მიმართული იყო მის [პოლიციის ოფიცრის] თავისკენ და სავარაუდოდ მზად იყო გამოსასხლეტად", განაცხადა ტრამპმა, რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა.

 


"ვის შეიძლება ჰქონდეს პრობლემა ამასთან? ეს არის ის რაც მოგვითხრეს. შესაძლოა ეს არ არის მართალი, მაგრამ თუ ის მართალია, მაშინ ხალხი არ უნდა ბუნტდებოდეს", – აღნიშნა ტრამპმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი