გიორგი ვოლსკი: ბიუროზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს
17-08-2016, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიუროზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ვოლსკი.

 


„ბიუროზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს. არასდროს გვქონია და ყოველთვის კონსტრუქციულები ვიყავით საქმიანობაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

დეპუტატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 15 აგვისტოს დანიშნულ ბიუროს სხდომაზე დასწრება უმრავლესობის წევრებმა პარტიული ღონისძიების გამო ვერ შეძლეს, რაზეც „წინასწარ იყო შეტყობინება გაგზავნილი“.

 

 

„ვთქვით, რომ გარკვეული პირობების გამო ვერ შევძლებდით მისვლას და საკმაოდ ადრე იყო ეს შეტყობინება გაშვებული იმისთვის, რომ არ შეგვექმნა რაღაც სკანდალურის მსგავსი სიტუაცია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

პარლამენტის ბიუროს დღეს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის პარლამენტისადმი მიმართვა წარედგინება, რომლის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

 

 

გარდა ამისა, ბიურო დღეს კიდევ ერთ საკონსტიტუციო ინიციატივაზე იმსჯელებს.

 

 

დავით უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც საუბარია, რა სურს ქართველ ხალხს, დაემატოს ფრაზა: ”დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.

 

 

უსუფაშვილმა კოლეგებს, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, მის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

 

 

უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევას სულ მცირე 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.

 

 

ბიუროს სხდომა 15:00 საათისთვის არის ჩანიშნული. სხდომა უნდა გამართულიყო 15 აგვისტოსაც, თუმცა მაშინ კვორუმის უქონლობის გამო ვერ მოხერხდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი