გონიოში, ზღვაში საწვრთნელი ვარჯიშის დროს დაკარგული ერთ-ერთი ჯარისკაცის, იაგო შარაძის მამა მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას თავდაცვის სამინისტროს აკისრებს და უწყებაში უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებს.
“ეს არის დაუდევრობა უყურადღებობა, ეს არის ვინც ინსტრუქტაჟს უწევდა იმის ბრალი, იმის შეცდომის ბრალი. ოდნავ უბრალო შეცდომა და შვილი დამიღუპეს და რა დღეში ჩამაგდეს, გამამწარეს. ჩემმა შვილმა ცურვა იცოდა უმაღლეს დონეზე, პირველი იყო, იმას არაფერი არ შეეშლებოდა. გაიყვანეს სიღრმეში მიატოვეს უყურადღებოდ, ან ჟანგბადი დაელიათ, ან ბავშვს რაღაცამ უმტყუნა. რომ უმტყუნა იქ არ უნდა ყოფილიყო მაშველი ან რაღაცა უბრალო ნავიც არ უნდა ყოფილიყო?“ - აცხადებს რომან შარაძე.
"ეს არ ყოფილა ამ ქვედანაყოფისთვის პირველი ვარჯიში, მაგრამ მოხდა უბედურება, ჯერჯერობით ასე შეგვიძლია ვუწოდოთ. სამძებრო სამუსაოები მიმდინარეობს იმავე წუთიდან. ჩართულია როგორც შეიარაღებული ძალები, ისე ავიაცია ვერტმფრენი შესაბამისი აღჭურვილობით", - აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, სერგო ძაგნიძემ.
თავდაცვის უწყების ცნობით, სამხედროები მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ზღვის ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს.
გონიოში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.