ანგელა მერკელის მთავრობის მინისტრი ტრამპის წინააღმდეგ – ტრამპის კომენტარები დაფუძნებულია შიშებზე, ტყუილებზე და ნახევარ სიმართლეებზე
17-08-2016, 03:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ევროპული საქმეების მინისტრი მაიკლ როტი შეერთებული შტატების "რესპუბლიკელების" პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ კანცლერ ანგელა მერკელის ლტოლვილების პოლიტიკის გაკრიტიკებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტრამპი არასწორად ამტკიცებდა, რომ მიგრანტების კრიზისის საწყის ეტაპზე კრიმინალმა იმატა.

 

 

მერკელის მთავრობის მინისტრმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია შესწორება მსგავსი განცხადებების, რომელიც სხვა ქვეყნებში კეთდება, მაშინაც კი თუკი ისინი პირდაპირ არ ახდენენ გერმანიაზე გავლენას. ამის შესახებ "დოიჩე ველე" ახალი ამბების სააგენტო "როიტერსზე" დაყრდნობით წერს.

 


"ვწუხვარ რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი განცხადებებს ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე აკეთებს", – განუცხადა როტმა "როიტერსს".

 


"მას რომ შეესწავლა რეალური მდგომარეობა გერმანიაში, მაშინ ეცოდინებოდა რომ, მაშინ როცა გერმანიაში და ევროპაში შემოსული ბევრი ლტოლვილი ჩვენთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს, და ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, მათ შემოსვლას არ გამოუწვევია დანაშაულის მაჩვენებლის მასობრივი ზრდა", – განაცხდა მინისტრმა.

 


როტმა დაამატა, რომ გერმანია რჩება მშვიდობიან ქვეყნად, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან, მაშინ როცა ლტოლვილების უფრო ფართო საზოგადოებაში ინტეგრირების მცდელობები გრძელდება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის კომენტარები დაფუძნებული იყო "შიშებზე, ტყუილებზე და ნახევარ სიმართლეებზე". მინისტრმა შეერთებული შტატების არჩევნების და მთელი მსოფლიოსთვის მისი შედეგების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დაამატა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ბევრმა მთავრობამ გერმანიის ლტოლვილების პოლიტიკა მოიწონა და ნდობა გამოუცხადა.

 

 

ტრამპმა რამდენიმე დღის წინათ ოჰაიოში საარჩევნო კამპანიისას განაცხადა, რომ კანცლერ ანგელა მერკელის გადაწყვეტილება 2015 წელს კარი გაეღო მილიონზე მეტი ლტოლვილისთვის "საშინელება" იყო. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი