საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის "შენი ხმა ჩვენი მომავალია" ფარგლებში, ქობულეთში საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა.
პრეზიდენტის თქმით, არჩევნებში თანამონაწილეობის მოწოდებით საზოგადოების ჩართულობა და დემოკრატიის გაჯანსაღება ხდება. ამასთან, ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, „თუ არ წახვალ არჩევნებზე, შენ პოლიტიკოსს ვერ დასჯი და ვერ შეცვლი კლიშეს“. გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიელების გუშინდელ წარმატებასაც გამოეხმაურა.
„მინდა ქართველ ოლიმპიელებს მივულოცო გუშინდელი გამარჯვება, ძალიან გაგვახარეს. მინდა თქვენც მოგილოცოთ, თქვენი გუშინდელი ჰაკა ვნახე და არაჩვეულებრივი იყო. ძალიან კარგი შემართებით იყავით. მიხარია, რომ ასე აქტიურად ჩაერთეთ პროექტში. ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ამას, რასაც თქვენ აკეთებთ. ვაკეთებთ იმას, რომ ვააქტიურებთ ჩვენს მოქალაქეებს. მათ მოვუწოდებთ, რომ იყვნენ შემოქმედნი ახალი ძლიერი დემოკრატიული საქართველოსი. ჩვენ ერთად ვქმნით დემოკრატიას. დემოკრატია არის ყველას თანამონაწილეობა, ყველას ჩართულობა. დემოკრატია არის ის, რომ ყველა მოქალაქე ერთნაირად არის მონაწილე და თანაშემოქმედი ჩვენი ერთობლივი ცხოვრების. საზოგადოებამდე უნდა მივიტანოთ ის, რომ არავის არ ვთხოვთ, ვინმეს მისცენ ხმა, არ ვთხოვთ, რომ ჩვენ დაგვიჭირონ მხარი. ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, რომ ისინი იყვნენ ჩართული თანამედროვე საქართველოს შემოქმედებაში, თანამედროვე საზოგადოების შექმნაში. ეს შეიძლება გარკვეულწილად კლიშეს შეცვლა იყოს, იმიტომ, რომ არავითარი აგიტაცია აქ არ ხდება, არ ხდება იმის მოწოდება, რომ იყავი „ამის“ მომხრე, ან „ამის“ მოწინააღმდეგე. მაგრამ ხდება მთავარი, ხდება იმ პოზიციის დაფიქსირება, რომ შენ უნდა იყო ჩართული არჩევნებში, რომ შენი ხმა არის მომავალი საქართველოსი.
ალბათ, გქონდათ მომენტები, როცა გეკამათებოდნენ და გეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკოსებმა გაგვიცრუეს იმედი, ან რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, მაინც ყველა პოლიტიკოსი თავისთვის გეგმავს ყველაფერს... მაგრამ თქვენ გაქვთ მთავარი არგუმენტი, რომ თქვენ არც ერთი პოლიტიკოსის პოპულარიზაციას არ აკეთებთ, თქვენ ეუბნებით, რომ თუ შენ არ წახვალ არჩევნებზე, შენ პოლიტიკოსს ვერ დასჯი, ამით შენ ვერ შეცვლი კლიშეს, პირიქით, შენი თანამონაწილეობით ქმნი პრეცედენტს და ქმნი ვალდებულებას, რომ ამომრჩეველი ავალდებულებს პოლიტიკოსს, მესიჯს აძლევს, რომ ემსახუროს საზოგადოებას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
კამპანიის მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. საზაფხულო სკოლა 7 დღის განმავლობაში ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს. ის საქართველოს 9 რეგიონში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.