„არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად მივიღოთ მონაწილეობა, თუკი ამის საჭირება იქნება, მაგრამ თავს ვარიდებ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან თანამშრომლობას",- აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა და მისი ახალდაფუძნებული სამოქალაქო ორგანიზაციის გეგემბზე ისაუბრა.
„საქართველო მშვიდობისათვის“- ასე ეწოდება დავით თევზაძის მიერ დაფუძნებულ იმ ორგანიზაციას, რომელმაც მოქალაქეთა გამოფხიზლებას უნდა დაუდოს სათავე. იგი არჩევნებში ჩართვას არ გამორიცხავს, თუმცა ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ პარტიებთან შესაძლო კავშირს გამორიცხავს. მისი შეფასებით, საქართველოში პარტიები გაკოტრებულები არიან.
„სახელმწიფო მართვა მიშვებულია. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად მივიღოთ მონაწილეობა, თუკი ამის საჭირება იქნება, მაგრამ თავს ვარიდებ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან თანამშრომლობას. საქართველოში პოლიტიკური პარტიები გაკოტრებულები არიან. ჩემი ორგანიზაცია არ იქნება პოლიტიკური გაერთიანება, ეს უფრო სამოქალაქო მოძრაობა იქნება. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობამ უნდა გაგვაერთიანოს, რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის ვიბრძოლოთ“,- აღნიშნა დავით თევზაძემ.
დავით თევზაძემ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები საჭიროა, მაგრამ არსებობს მრავალი ფაქტორი, რამაც შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუშალოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.