თამაზ მეჭიაური: "უბლოკო სტატუსის” შესახებ კონსტიტუციური ცვლილებებით, შესაძლოა, ჩიხში შევიდეთ და მოვლენები ფატალური შედეგით დასრულდეს
17-08-2016, 03:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”უბლოკო სტატუსის” შესახებ კონსტიტუციური ცვლილებებით, შესაძლოა, ჩიხში შევიდეთ და მოვლენები ფატალური შედეგით დასრულდეს, - აღნიშნული განცხადება თამაზ მეჭიაურმა გააკეთა.

 

 

მისი თქმით, მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ბაზების არარსებობას, თუმცა, ამ საკითხის კონსტიტუციის დონეზე განხილვას არ ეთანხმება.

 

 

დეპუტატი თამაზ მეჭიაური არც ნინო ბურჯანაძის საკონსტიტუციო ინიციატივას უჭერს მხარს და მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო პროექტიც მიუღებელია.

 

 

”მე ისედაც ვუჭერ მხარს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთოდ არ იყოს განლაგებული უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები, მაგრამ არ ვიცი, რამდენად სწორია ამის კონსტიტუციის დონეზე აყვანა. შეიძლება მომავალში ისეთი ვითარება შეიქმნას, როდესაც რაღაც ფორმით ვინმეს დახმარება გახდეს საჭირო - თუნდაც დროებით ბაზების განლაგება, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება", - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

 

 

დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი უნდა ჩაიწეროს, მეჭიაური აცხადებს, რომ ნატო იშლება, ხოლო უსუფაშვილი მოქალაქეებს ნატო-ს ნანგრევების ქვეშ ყოფნას სთავაზობს.

 


”ჯერ ჩვენი ხალხი ისე არ გატუტუცებულა, რომ ასეთი არჩევანი გააკეთოს, თუ მას სწორად ავუხსნით”, - განუცხადა ჟურნალისტებს მეჭიაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი